2016 წლიდან ლიტვა რუსულ გაზზე უარს იტყვის

2016 წლიდან ლიტვამ შეიძლება რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებაზე უარი თქვას. მიმდინარე წლის ბოლოს იწურება 10 -წლიანი ხელშეკრულების ვადა ლიტვასა და რუსულ კომპანია „გაზპრომს“ შორის. ამის შესახებ ლიტვის ენერგეტიკის მინისტრმა როკას მასულისმა განაცხადა.
„ტექნიკურად ჩვენ შეგვიძლია გაზის მოთხოვნები მხოლოდ თხევადი აირის ტერმინალის მეშვეობით დავაკმაყოფილოთ. ჩვენ შევადარებთ მისი და „გაზპრომის“ მომწოდებლების შემოთავაზებას და ჩვენთვის ხელსაყრელ ვარიანტს ამოვარჩევთ“,-განაცხადა მინისტრმა. 2014 წელს ლიტვამ ხელი მოაწერა 5-წლიან კონტრაქტს ნორვეგიულ კომპანია „სტატოილთან“ წელიწადში 540 მილიონი კუბური მეტრი თხევადი აირის მოწოდების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები