ყაზანში დამწვარი სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში 11 გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთის ქალაქ ყაზანში, სავაჭრო ცენტრ „ადმირალის“ ტერიტორიაზე, რომელიც 11 მარტს დაიწვა, კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარია აღმოჩენილი. მსხვერპლის რაოდენობა ამჟამად 11 -ს შეადგენს. აქედან 8 ადამიანის ვინაობა უკვე დადგენილია.
ხანძარი სავაჭრო ცენტრში 11 მარტს დღისით მოხდა. თავდაპირველად დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლის ლოკალიზება საკუთარი ძალებით სცადეს და მეხანძრეები მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ გამოიძახეს. ბოლო მონაცემებით დაშავდა 30-დე ადამიანი. ერთი მეხანძრე დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები