იაცენიუკი – უკრაინა რუსეთთან საომარ მდგომარეობაშია

რუსეთთან, რომელიც ატომური სახელმწიფოა, უკრაინა საომარ მდგომარეობაში იმყოფება.
ეს განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მთავრობის 100-დღიანი მუშაობის შედეგების შეჯამებისას გააკეთა. „ვერავინ, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებიდან 8 თვის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჩვენი ჯარი, რომელიც იანუკოვიჩის რეჟიმმა მთლიანად გაანადგურა, შეძლებს ამდენი ხნის განმავლობაში ათიათასობით რუსი ტერორისტისა და სამხედრო მოსამსახურის შეჩერებას“, – განაცხადა იაცენიუკმა.
უკრაინის პრემიერის აზრით, ამით უკრაინამ დაამტკიცა, რომ „ღირსეულ ევროპულ სახელმწიფოს წარმოადგენს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები