ანიმაციური ინდუსტრიის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

12 მარტს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში ანიმაციური ინდუსტრიის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს, საქართველოში ანიმაციური ფილმების კონკურენტუნარიანი პროექტების განვითარებას და კომპიუტერული გრაფიკისა და ანიმაციის სპეციალისტების ცოდნის ამაღლებას. პროგრამის ფარგლებში ჩატარდება უორქშოფები, სემინარები, მასტერკლასები და სხვა ღონისძიებები. მოხდება უცხოელი მენტორების მოწვევა საქართველოში და პროგრამაში მონაწილე ანიმაციური ფილმების პროექტების განვითარების ხელშეწყობა. ანიმაციური ინდუსტრიის განვითარების პროგრამა დაიგეგმა კომპანია Autodesk-ის აკადემიური პარტნიორის საქართველოში, კომპანია Easy Soft-ისა და ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაცია CG Georgia-ს მიერ. პროგრამის ოფიციალური პარტნიორები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები