აშშ-ში ორი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს (ვიდეო)

ამერიკის ქალაქ ფერგიუსონში ორი სამართალდამცავია დაჭრილი. ინციდენტი პოლიციელების ქმედებების წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციის დროს მოხდა. ხალხი უკვე იშლებოდა და სწორედ ამ დროს გაისმა სროლის ხმა. მიმდინარეობს ამ ფაქტის გამოძიება. გასული წლის ბოლოს ფერგიუსონი მასობრივი არეულობის ცენტრი გახდა. საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა უიარაღო აფროამერიკელი მოზარდი მოკლა, ხოლო სასამართლომ ის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები