“არსებობს საფრთხე, რომ იარაღის მიწოდების შემთხვევაში უკრაინის კონფლიქტს ახალ ფაზაში გადავიყვანთ”

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი არ გამორიცხავს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით კონფლიქტი შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს განაცხადა.
“არსებობს საფრთხე, რომ იარაღის მიწოდების შემთხვევაში ამ კონფლიქტს ახალ ფაზაში გადავიყვანთ და მთლიანად დავკარგავთ მასზე კონტროლს”, – განაცხადა შტაინმაიერმა. უკრაინაში ამ დროისთვის ვითარება შედარებით მშვიდია. ანტიტეროტისტული ოპერაციის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სეპარატისტები მძიმე ტექნიკის გაყვანას აყოვნებენ. თავად პრორუსი მებრძოლები კი აცხადებენ, რომ მინსკის ყველა ვალდებულება შეასრულეს. პარალელურად რუსეთი, შექმნილი რთული მდგომარეობის მოტივით, დონბასში ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები