სათავგადასავლო რომანის „განძის თეატრის“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, საქართველოს მწერალთა სახლში ნინო სადღობელაშვილის სათავგადასავლო რომანის „განძის თეატრის“ პრეზენტაცის გაიმართება.
„განძის თეატრი“ რომანის პირველი ნაწილია, რომელიც ეტაპობრივად, რამდენიმე წიგნად გამოიცემა. წიგნის ფაბულა ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორზეა დაფუძნებული. რომანი ახალგაზრდების ფათერაკებით სავსე თავგადასავალზე მოგვითხრობს, რომელიც მათ ჯადოსნურ, ირეალურ სამყაროში მოგზაურობისას გადახდათ თავს. წიგნი ფენტეზის ჟანრშია შექმნილი და გათვლილია 12 წლიდან ზევით მოზარდებზე, ახალგაზრდებზე და ამ ჟანრის მოყვარულ მკითხველზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟანრი უცხოეთში ძალიან პოპულარულია, საქართველოში ის ახლა იკიდებს ფეხს და ამდენად, ეს წიგნიც ინოვაციური მოვლენაა ჩვენს ლიტერატურაში.
წიგნის პრეზენტაცია გამომცემლობა „ინტელექტისა“ და AMG in Georgia-ს ხელშეწყობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები