დაბლოკა თუ არა ევროკავშირმა ატომური კონტრაქტი რუსეთსა და უნგრეთს შორის?

უნგრეთის ხელისუფლება უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირმა რუსეთსა და უნგრეთს შორის კონტრაქტი დაბლოკა, რომელიც ატომური ელექტროსადგურის „პაკშის“ განვითარებას ეხება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკომისიამ მხარი დაუჭირა „ევრატომის“ წინადადებას და რუსეთ-უნგრეთის „ატომური გარიგება“ დაბლოკა, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიაში უნგრეთის წარმომადგენელმა ტიბორ ნავრაჩიჩმა დაადასტურა.
უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა სახალხო დიპლომატიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ზოლტან კოვაჩმა გაზეთ „ფაინენშალ ტაიმსისგან“ ამ ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს რუსეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს ატომურ ელექტროსადგურ „პაკშის“ მეხუთე და მეექვსე ენერგობლოკების მშენებლობის თაობაზე, რომელშიც რუსული ტექნოლოგია უნდა გამოყენებულიყო. ამ პროექტის განსახორციელებლად რუსეთი უნგრეთს 10 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები