ოთარ კობერიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე დღეს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ლია ელიავას გვერდით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას მსახიობები, პოლიტიკოსები და არტისტის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი და რეჟისორი იყო. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი კინოროლი. როგორც რეჟისორს, გადაღებული აქვს 10-მდე ფილმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები