ბანგლადეშში, ცემენტის ქარხნის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5-ს მიაღწია

ბანგლადეშის ქალაქ მონგლაში ცემენტის ქარხნის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ 5-ს მიაღწია, 40 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. მაშველები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ 30 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია, სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს, ქარხანაში 150 თანამშრომელი იმყოფებოდა. აღნიშნული ქარხანა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკადან 135 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები