იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებას ნანობს

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებას ნანობს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება სანქციების შესახებ მათ ევროპელ პარტნიორებზე დაყრდნობით მიიღეს, – აღნიშნული განცხადება იაპონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იუკიო ჰატოიამამ დღეს კრემლში ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა.
“სამწუხაროდ, იაპონიაში არ იციან იმ რეალობის შესახებ, რაც აქ ხდება. ინფორმაცია ჩვენამდე არასწორად მოდის. ასევე ვწუხვართ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოგვიხდა, თუმცა ეს დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შედეგად მოხდა”,- განაცხადა იუკიო ჰატოიამამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები