დევიდ ქემერონი მოსკოვში დაგეგმილ „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებას არ დაესწრება
მოსკოვში, 9 მაისს დაგეგმილ, “გამარჯვების დღის” აღსანიშნავ ღონისძიებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი არ დაესწრება. საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ცნობით, კრემლისგან გაგზავნილი ოფიციალური მიწვევა ქემერონმა ნამდვილად მიიღო, თუმცა როგორც გაირკვა, მოსკოვში მის მაგივრად ბრიტანეთის სახელით მთავრობის სხვა წარმომადგენელი გაემგზავრება.