უკრაინაში უკვე მეშვიდე დეპუტატმა ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა
უკრაინაში “რეგიონების პარტიის” მესამე წევრმა ალექსანდრე პიკლუშენკომ თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობა მან დაბა სოლნეჩნოეში, საკუთარ სახლში ჩაიდინა. დეპუტატის თვითმკვლელობა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანტონ გერაშენკომაც დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინაში 6-მა ჩინოვნიკმა მოიკლა თავი. მათ შორის ორი – მიხეილ ჩეჩეტოვი, kvira.ge და სტანისლავ მელნიკი “პარტია რეგიონების” დეპუატები იყვნენ. მათ გარდა, ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულეს ნიკოლაი სერგეენკომ, ნიკოლაი კოლესნიკმა, სერგეი ვალტერმა და სერგეი ბორდიუგმა. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინაში მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა. უკრაინის ახალი მთავრობის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება ჩინოვნიკების თვითმკვლელობას იმ რეფორმებს უკავშირებს, რომელთა გატარებაც უკრაინაში რამდენიმე თვეა დაიწყო.