Air Europa-ს ავიალაინერის 10-მა მგზავრმა ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო გონება დაკარგა
Air Europa-ს ავიალაინერის 10-მა მგზავრმა ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო გონება დაკარგა. შემთხვევა „ბარსელონა – თელ-ავივის“ რეისზე მოხდა. “დეილი ექსპრესის” უწყებით, ბუნებრივი აირის გაჟონვა ავიალაინერის სავენტილაციო სისტემის დაზიანებას მოჰყვა. ამ დროისათვის აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. გამომძიებლები ცდილობენ, დაადგინონ, იყო თუ არა ეს უბედური შემთხვევა. ავიალაინერის მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.