პუტინისა და ყაზახეთის პრეზიდენტის შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის შეხვედრა, რომელიც ორი ქვეყნის სააჭრო ურთიერთობების გამყარებას გულისხმობს, მომავალ კვირას გაიმართება. ამასთან, მომავალ კვირაში პუტინი ბელორუსიის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთანაც გამართავს შეხვედრას.
შეგახსნებთ, ოფიციალური კრემლის განცხადების თანახმად, 12-13 მარტს, პუტინი ყაზახეთში, კერძოდ ასტანაში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავდა, გადაიდო, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პუტინი ავად გახდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ დადასტურდა.