ბანგლადეშში ცემენტის ქარხნის ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ბანგლადეშის ქალაქ მონგლაში ცემენტის ქარხნის ჩამონგრევის შედეგად მინიმუმ ოთხი ადამიანი დაიღუპა. “ეი-ბი-სი ნიუსის” ინფორმაციით, მსხვერპლი შესაძლოა, გაიზარდოს, რადგანაც ქარხანაში მყოფი 150 თანამშრომლიდან ამ დროისათვის მხოლოდ 30-ის გადარჩენა მოხერხდა. მაშველები ვარაუდობენ, რომ 40-მდე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. აღნიშნული ქარხანა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკადან 135 კილომეტრში მდებარეობს.