ევროპარლამენტმა ნემცოვის მკვლელობის შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა რუსი პოლიტიკოსის “ბორის ნემცოვის მკვლელობისა და რუსეთში დემოკრატიის არსებობის შესახებ” რეზოლუცია მიიღო. ნემცოვის მკვლელობა რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და რეზონანსურ პოლიტიკურ მკვლელობად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მკვლელობა საერთაშორისო მაშტაბებითაც უნდა იქნას გამოძიებული. დასავლეთის არსებული რესურსი კი საქმის დამოუკიდებლად და მიკერძოებულად გამოძიებას უზრუნველყოფს. “ინტერფაქსის” ინფორმაციით, ევროპარლამენტში რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებაც განიხილეს, რომლის თანახმადაც ნემცოვის დაკრძალვაზე რამდენიმე ევროპელ დეპუტატს მისვლის უფლება არ ჰქონდა.