მოსკოვთან ახლომდებარე საავადმყოფოდან აშშ-ს მოქალაქე გაიქცა

მოსკოვიდან რამდენიმე კილომეტრში არსებული საავადმყოფოდან ამერიკელი მოქალაქე გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში ის “შერემეტევოს” აეროპორტიდან მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, 46 წლის რობერტ ჰოსლერს დოკუმენტები წესრიგში არ ჰქონდა. თვითმხილველების განცხადებით, ის შესამჩნევად ღელავდა. მისი გაუჩინარებაც უცნაურად მოხდა. ავადმყოფი საჭირო ოთახში გავიდა, თუმცა მას შემდეგ არც დაბრუნებულა. მოსკოვის პოლიციაში აცხადებენ, რომ ავადმყოფი შორს წასვლას ვერ მოახერხებდა, სამძებრო სამუშაოები მოსკოვსა და მის შემოგარენში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები