ბასურინი: უკრაინას ლეტალური იარაღის მიღება სურს, ომის შესახებ დეზინფორმაციაც აქედან მოდის
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი ედუარდ ბასურინი აცხადებს, რომ უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთი საომარი მოქმედებების განახლებას გეგმავს, მდგომარეობის დესტაბილიზაციას ემსახურება. ამასთან, ბასურინი აცხადებს, რომ უკრაინას დასავლეთისგან და აშშ-სგან ლეტალური იარაღის მიღება სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.