ლავროვმა სამინისტროში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი დეპარტამენტი შექმნა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი დეპარტამენტი შექმნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ დეპარტამენტში 9 ადამიანი დასაქმდება. მისი ხელმძღვანელის სახელფასო განაკვეთი ყოველთვიურად 100 ათასამდე რუბლით განისაზღვრება. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული დეპარტამენტი უშუალოდ ლავროვის დაქვემდებარებაში იქნება, მისი ხელმძღვანელი კი ლავროვის ერთ-ერთ მოადგილედ ჩაითვლება.