ყაზანში ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, 30-მდე გაიზარდოს

ყაზანში, სავაჭრო ცენტრ “ადმირალში” ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა შესაძლოა, 30-მდე გაიზარდოს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტიც. სავარაუდოდ, ის ნანგრევებში მოჰყვა. სამაშველო სამსახურის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდეს, რადგანაც მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ შეძლეს და შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხანძრის დროს შენობაში 650 -ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 250 თანამშრომელი, დანარჩენები კი – მყიდველები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები