უკრაინულმა მხარემ დონეცკის საზღვართან საბრძოლო წვრთნები დაიწყო
უკრაინულმა მხარემ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვრებთან საბრძოლო წვრთნები დაიწყო. პრორუსი სეპარატისტები იუწყებიან, რომ უკრიანა საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადება. გასული ღამის განმავლობაში მინსკის სამშვიდობო შეთანხმება კონფლიქტის მონაწილეებმა 39 -ჯერ დაარღვიეს, თუმცა უკრაინული სამხედრო ბატალიონის “ატოს” პრესცენტრში განაცხადეს, რომ ცეცხლის გახსნაში პრორუსული მხარეა დამნაშავე.