ავღანეთში თალიბებმა 7 პოლიციელი მოკლეს, დაიღუპა 2 თავდამსხმელიც

ავღანეთში, ყუნდუზის პროვინციაში თალიბებმა შვიდი პოლიციელი მოკლეს. ერთ-ერთი უცხოური სააგენტოს ინფორმაციით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველები მეზობელ პროვინციაში ხელფასის ასაღებად მიემგზავრებოდნენ. მათ 30 -მდე თალიბი დაესხა თავს, მათ შორის 2 შეტაკების დროს დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, თალიბებსა და სამართალდამცავებს შორის ბრძოლას 5 ათასზე მეტი თალიბი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები