ალაბამის შტატში, ქარხანაში მომხდარი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

აშშ-ის ალაბამას შტატში მდებარე ქარხანაში, ხანძრის შედეგად მინიმუმ 1 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში 7 ადამიანი იმყოფებოდა. სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობა შესაძლოა, გაჭიანურდეს, რადგანაც მასშტაბები დიდია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და ვერტმფრენები. დაშავებული ადამიანები საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები