აშშ-ის ქალაქ ფერგისონში დემონსტრანტმა ორი პოლიციელი დაჭრა

აშშ-ში ქალაქ ფერგისონში, პოლიციის შენობის წინ გამართულ დემონსტრაციაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 2 პოლიციელი მძიმედ დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს სახეში ესროლეს, მეორეს კი – მხრის არეში. ორივე მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფერგისონის პოლიციაში მხოლოდ რამდენიმე ფერადკანიანი პოლიციელია დასაქმებული, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის უმეტესობას ფერადკანიანი მოსახლეობა წარმოადგენს. ადგილობრივები პოლიციელებს რასისიზმშიც სდებდნენ ბრალს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები