“კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის არსებული საფასური პირველ მაისამდე იქნება შენარჩუნებული”

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის არსებული საფასური პირველ მაისამდე იქნება შენარჩუნებული და ეს სუბსიდირების ხარჯზე მოხდება.
“ტარიფებთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება, რომ ეს ტარიფები პირველ მაისამდე შენარჩუნდება   და ეს ხდება ჩვენი ბიუჯეტის სუბსიდირების ხარჯზე. რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა იმსჯელოს, მომავალში უნდა გაგრძელდეს თუ არა სუბსიდირება. დღეის მდგომარეობით, სუბსიდირება რომ არ განხორციელებულიყო, ლიცენზიატი კომპანია ზარალზე გადიოდა და ჩვენ ხომ არ გვინდა ენერგეტიკის დაკარგვა, პირიქით, ჩვენ წინ ვიხედებით, მომავალს ვუყურებთ და გვინდა განვითარებული, განათებული, ძლიერი საქართველო”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები