თამარ ბერუჩაშვილი: ევროპული ინტეგრაცია საქართველოს პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი ნაწილია

საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ერთობლივ დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ საგარეო გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც სამივე ქვეყანა მათი ევროპული არჩევანის გამო დადგა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების სამხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ყირიმის ანექსია, კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, გაყინული კონფლიქტი დნესტრისპირეთში, რომელიც წარმოადგენს რუსეთის აშკარა მცდელობას, ზეწოლა მოახდინოს ამ ქვეყნებზე, რათა მათ უარი თქვან თავიანთ ევროპულ არჩევანზე. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ჩვენი ქვეყნები მტკიცედ მისდევენ ევროპულ არჩევანს და ევროპულ გზას”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ევროპული ინტეგრაცია არის საქართველოს როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი ნაწილი. მისივე თქმით, ამ გზაზე უმთავრესი პრიორიტეტია ასოცირების შეთანხმების წარმატებული განხორციელება, რაც, მინისტრის განცხადებით, მომავალში ჩვენი ევროკავშირში სრული ინტეგრაციის მტკიცე საფუძველი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები