„ნასას“ კოსმოსურ ცენტრში საქართველოს ახალციხის გამარჯვებული გუნდი წარმოადგენს (ვიდეო)

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული პროექტი მულტიკლიმატიზატორი ეხმარება ფერმერებს, მიიღონ წინასწარ ინფორმაცია ნიადაგის ტენიანობის და ტემპერატურის, ასევე მოსალოდნელი ამინდის შესახებ. შექმნილია ხელსაწყო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე არაძვირადღირებული ტექნოლოგიებით. ხელსაწყოს მიერ დათვლილი ყველა მონაცემი შესაძლებელია აიტვირთოს ინტერნეტსერვერზე, ან გამოიტანოს LCD Display-ზე. ხელსაწყოს აქვს მრავალმხრივი განვითარების და დახვეწის შესაძლებლობა. იგი შესაძლებელია იკვებებოდეს მზის ენერგიით, რაც უფრო მოსახერხებელს გახდის მას. ასევე ამ პროექტის დახვეწის მიზნით შესაძლებელი იქნება, რომ გამოვიყენოთ შემდგომ Raspberry Pi. ასევე მაგალითად, მივუერთოთ მას ვიდეოკამერა და ონლაინში მოხდეს გარემოზე დაკვირვება. მოწყობილობას შესაძლებელია მრავალი სენსორი შეუერთდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები