პაატა მანჯგალაძე: ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ

“ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ”,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მზადაა ყველა აქციაზე გავიდეს.

„ჩვენი, პირადად ჩემი გეგმაა პროტესტი, არშეგუება მოპარულ არჩევნებს მანამ, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს ძალაუფლებას. ესაა გეგმა. ვადებს და თარიღს რაც შეეხება, არ ვიცი, ვინც როდის გადაწყვეტს. მზად ვარ, ყველა აქციაზე გავიდე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ. პროტესტი იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი ყველა შემთხვევაში, იმიტომ, რომ ჩვენს უკან საქართველო დგას. მივესალმები ყველანაირ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის ფორმას“, – აცხადებს მანჯგალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები