მიშა მშვილდაძე: მთელი ქვეყანა უნდა გავიფიცოთ და არავინ, არავინ არ წავიდეთ სამსახურებში, ვინც არჩევნებში ცვლილებას მივეცით ხმა

მე ასეთი გეგმა (ვერსია) მაქვს – საყოველთაო განურჩეველი გაფიცვა,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროდიუსერი მიშა მშვილდაძე წერს.

“მთელი ქვეყანა უნდა გავიფიცოთ და არავინ, არავინ არ წავიდეთ სამსახურებში, ვინც არჩევნებში ცვლილებას მივეცით ხმა.

მილიონი ადამიანი თუ გავიფიცებით და მილიონი ზარმაციც რომ შემოგვიერთდება, 2-3 დღეში ჩამოიშლებიან ქოცები, ყველას ნაცვლად რომ მოუწევთ ყველაფრის კეთება”,- წერს მშვილდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები