მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობას“ 15, 16, 17% პროცენტი რომ აეღო, დიდი შანსი იყო, რომ გახარიას და „ლელოს“ საარჩევნო ბარიერი ვერ გადაელახათ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივnის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ 15, 16, 17% პროცენტი რომ აეღო, დიდი შანსი იყო რომ გახარიას და „ლელოს“ საარჩევნო ბარიერი ვერ გადაელახათ.

„მეგობრებო, ამ ქვეყანაში 3% ხართ ადამიანები, რომლებიც იჯერებთ სუფრებზე გავრცელებულ ჭორებს, რომ გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია. რანაირად დაგარწმუნოთ აღარ ვიცი და იმიტომ იყო, რომ გახარიამ ჩვენ ხმებზე პარაზიტირება შეძლო. 5% ნაცებმა აჩუქეს. კვლევებს მიჰყვებოდნენ, ასეთი სპეციფიკა იყო – როგორც კი „ნაცის“ რეიტინგი ოდნავ აიწევდა, სხვას შეიძლებოდა ბარიერი ვერ გადაელახა და იმ წუთასვე აჩერებდნენ. აგენტურის დონე წარმოიდგინეთ – ვიღაცა როგორ უნდა გითხრას გარედან, აბა ახლა შენ გაჩერდი, რეიტინგი მოგემატა, 15%-მდე ახვედი, რაღაც უბედურებაში არ გაგვხვიო, ამათმა თუ არ გადალახეს ბარიერი, „ოცნება“ აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობასო. ყველაზე მეტი ფული ვისაც აქვს, იმათ ფული არ დაახარჯინეს, ანუ „ნაცმოძრაობას“ 15, 16, 17% პროცენტი რომ აეღო, დიდი შანსი იყო რომ გახარიას და „ლელოს“ საარჩევნო ბარიერი ვერ გადაელახათ.

არცერთ კვლევაში არ ჩანდა რომ გახარია ბარიერს გადალახავდა. ეს იყო ძალიან სპეციფიკური არჩევნები. „ლელოს“ ჰქონდა შანსი, უფრო წინ იყო და ბოლოს მათაც გადაულოცეს თავისი მომხრეების ნაწილი. ანუ, გაინაწილეს ნაცმოძრაობის აქტივი და საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩახსნა ამით უზრუნველყვეს. რომელიმეს, ორ პარტიასაც რომ არ გადაელახა ბარიერი, მილიარდი პროცენტით საკონსტიტუციო უმრავლესობა გვექნებოდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები