პარლამენტის პრესსამსახური: გიორგი მარგველაშვილთან დაგეგმილი შეხვედრა მხარეების ურთიერთშეთანხმებით გადაიდო

საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაგეგმილი შეხვედრა მხარეების ურთიერთშეთანხმებით გადაიდო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა უმრავლესობის განცხადება გაავრცელა.
“დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების ხელმძღვანელებს შორის დაგეგმილი შეხვედრა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებთან დაკავშირებით მხარეების ურთიერთშეთანხმებით გადაიდო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები