„სავალდებულო გახდება, რომ ყველა ფარმაცევტულ პრეპარატს ანოტაცია ქართულ ენაზე დაერთოს“

თბილისის საკრებულო ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რის მიხედვითაც სავალდებულო გახდება, რომ ყველა ფარმაცევტულ პრეპარატს ანოტაცია, უცხო ენასთან ერთად, ქართულ ენაზეც დაერთოს, – ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„სამწუხაროდ, მთელ რიგ პრეპარატებს ანოტაცია მხოლოდ უცხო ენაზე აქვთ. მოქალაქე ვალდებული არ არის, იცოდეს რუსული ან სხვა რომელიმე უცხო ენა. ამიტომაც სავალდებულო გახდება, რომ ყველა პრეპარატს ქართულ ენაზე ჰქონდეს ანოტაცია. ამ საკითხზე ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრების გამართვას ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან ჯანდაცვის სამინისტროსთან და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთან ერთად“,- აღნიშნა თედო კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები