„ქართული ოცნება“ ნინო გვენეტაძის მოსასმენად ემზადება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები საბოლოო გადაწყვეტილებას, დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს გვენეტაძეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ. ჯერჯერობით ფრაქციაში ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ აქვთ.
„ფრაქციის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, კითხვები დაუსვან და მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. საბოლოოდ, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება სწორი”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების “ პოზიციას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნინო გვენეტაძე ძალიან კარგი კანდიდატურაა და ისინი აუცილებლად დაუჭერენ მას მხარს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარს არ უჭერს. გიგი წერეთლის განცხადებით, სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია ცნობილია და მიზეზებიც საკმაოდ კარგად აქვთ ჩამოყალიბებული. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები