ნიუ-ჯერსიში ამერიკაში გარდაცვლილი ორი ქართველი კურსანტის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო და აშშ-ში საქართველოს საელჩო გარდაცვლილი ქართველი კურსანტების ხსოვნის პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, დღეს ნიუ -ჯერსიში, ამერიკაში გარდაცვლილი აშშ-ს საზღვაო თავდაცვის აკამდემიის ორი ქართველი მსმენელის – რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
„10 მარტს 15.00 საათზე, ნიუ-ჯერსიში, მისამართზე 232 Kipp Avenue, Hasbrouck Heights, NJ 07604 გაიმართება აშშ-ში გარდაცვლილი, ამერიკის საზღვაო აკადემიის ქართველი მსმენელების სამოქალაქო პანაშვიდი. გენერალური საკონსულო უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვა დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და პროფესიული არმიისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.
რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა. რიგითი სოსო მაკარიძე აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები