ზურაბ აზმაიფარაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზურაბ აზმაიფარაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც „კვირას“ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აზმაიფარაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, გადაწყვეტილების შესახებ კი მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
სამინისტროში განმარტავენ, რომ აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა და შესაბამისად, ამ თანამდებობაზე ვეღარ დარჩებოდა.
16 მარტს, სამინისტროში ზურაბ აზმაიფარაშვილის გაცილების ცერემონია გაიმართება. ვინ დაიკავებს პირველი მოადგილის თანამდებობას, ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები