ვახტანგ გომელაური აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებთან – დემიან ბრიკკოსთან და ქეითი ქენინგთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების, გამოძიების ფედერალური ბიუროს შემდგომი მხარდაჭერის და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სასწავლო ვიზიტებს ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, ტერორიზმის, კიბერდანაშაულისა და კიბერტერორიზმის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებების კუთხით.

დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამომავლო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის აუცილებლობას და ნაყოფიერ და წარმატებულ შედეგებზე ორიენტირებული ერთობლივი პროექტების განხორციელების საჭიროებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები