სახალხო დამცველმა “უფლება სათანადო საცხოვრისზე” ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

სახალხო დამცველმა „სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე“ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიშში წარმოდგენილია უსახლკარო პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემები.
უჩა ნანუაშვილი ამ მხრივ ბიუჯეტიდან თანხების მობილიზებასა და სახელმწიფო პოლიტიკის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.
ანგარიში უსახლკარო ადამიანების საცხოვრებლის პრობლემებს ეხება.
ომბუდსმენი აღნიშნული საკითხებისთვის ბიუჯეტიდან თანხის მობილიზებასა და სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.
მან ასევე მთავრობას, საბინაო სტრატეგიის შემუშავებისა და უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნისკენ მოუწოდა.
“ათი ათასი განცხადებიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული განცხადება დაკმაყოფილდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პრობლემები სერიოზულია. ჩვენ ვცდილობთ ამ საკითხის დასმას, როგორ მთავრობისა და შესაბამისი უწყებების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე, რათა ბიუჯეტში ყოველწლიურად იყოს გათვალისწინებული ამ პრობლემის მოსაგვარებელი თანხები“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები