თარაშ შურღაიამ 8 მარტის დღესასწაული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონს მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ 8 მარტის დღესასწაული აფხაზეთიდან დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონს მიულოცა. დეპუტატი მარინა გადელიას ბიუროს თანამშრომლებთან ერთად სახლში ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. თარაშ შურღაია საჭიროების შემთხვევაში გადელიას გვერდზე დგომასა და დახმარებას დაჰპირდა. მარინა გადელიამ თარაშ შურღაიას ყურადღებისათვის და მხარში დგომისათვის მადლობა გადაუხადა.
დღესვე, მაჟორიტარმა დეპუტატმა სოციალურად დაუცველ ქალბატონებს 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით “Courtyard Mariot”-ში გამართულ გალა-კონცერტზე დასასწრები მოსაწვევები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები