ბორის ნემცოვის მკვლელობაში შესაძლო ეჭვმიტანილი გროზნოში დაიღუპა
რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში შესაძლო ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, გროზნოში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან პოლიციელების მოკვლა მოინდომა და ხელყუმბარა ააფეთქა, თუმცა შემთხვევას თავადაც შეეწირა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. ამ წუთებში დგინდება დაღუპული ტერორისტის ზუსტი ვინაობა.