დავით საგანელიძე: თუ საჭირო იქნა, ამ პარლამენტიდანაც შეიძლება გავიდე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალი საქმიანობა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას დაუკავშიროს.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან განცხადება საქართველოში დაბრუნებულმა საგანელიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა.
„ვთქვი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში მე არ მივიღებ მონაწილეობას, არ ვიყრი კენჭს და თუ საჭირო იქნა, ამ პარლამენტიდანაც შეიძლება გავიდე, შეიძლება სხვაგან გავაგრძელო ჩემი საქმიანობა, თუნდაც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, საიდანაც მინდა, გითხრათ, რომ მაქვს შემოთავაზება“, – განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები