იძულებით შეიძლება იცხოვრო სიდედრთანაც კი, მაგრამ კოჰაბიტაცია მიუღებელია“!

  მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი კოჰაბიტაციას აპროტესტებს. მსახიობისთვის მიუღებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი დღემდე დაუსჯელია. მისი თქმით, მას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მთავარი ოპოზიციური ძალაა და ისინი ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.
„ეს კოჰაბიტაცია, ჩემი აზრით, იძულებით თანაცხოვრებას ნიშნავს! იძულებით შეიძლება იცხოვრო ცოლთან, მეზობელთან, სიდედრთანაც კი!… მაგრამ დამნაშავესთან და მკვლელთან ასეთი თანაცხოვრება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია! მკვლელთან და დამნაშავესთან იძულებით თანაცხოვრებას მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში დავეთანხმები – თუ ეს მკვლელი და დამნაშავე ციხეშია! მე, როგორც მოქალაქე, ვიხდი გადასახადებს, ვავსებ ბიუჯეტს, რომელიც, თავის მხრივ, უვლის ციხეში იზოლირებულ დამნაშავეს! აი, ეს ნორმალურია! ეს არის ცივილიზებული საზოგადოების ნიშანი! ის, რომ მკვლელები და დამნაშავეები უპირველეს ოპოზიციურ ძალად დანიშნეს – ეს კატასტროფაა! ამას გამართლება ვერ მოეძებნება! „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ხალხს საზეიმოდ ჰპირდებოდა სამართლიანობის აღდგენას და არა – დამნაშავეებთან თანამშრომლობას! ანუ რა გამოდის? ხალხი მოატყუეს? ხალხმა „ოცნებას“ და, პირადად, ბატონ ბიძინას ხომ სწორედ იმიტომ მისცა ხმა, რომ წართმეული ქონების დაბრუნებას ელოდა?! ხალხი შეუცხყოფილი ღირსების აღდგენასა და დამნაშავეების დასჯას ელოდა?! ღამის ოთხ საათზე რომ მიჰყავდათ ადამიანები და „ნებაყოფლობით“ ართმევდნენ სახლ-კარს, ეს ყაჩაღები არ უნდა დაისაჯონ და ქონება არ უნდა დააბრუნონ?! ისინი, ვინც ადამიანებს ამწარებდა და აუბედურებდა, რატომ არიან ისევ მოსამართლეები და პროკურორები?! ესენი როგორ აღადგენენ სამართლიანობას“?! – აცხადებს ნოდარ მგალობლიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები