ბექა მიქაუტაძე: საბურთალოს რაიონის გამგეობა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა

საბურთალოს რაიონის გამგეობა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა, – ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ განაცხადა. როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, შსს-ს მიერ დაკავებული საბურთალოს რაიონის თანამშრომელი მიხეილ ქვირია გამგეობაში 2010 წლიდან მუშაობს. გამგებლის განცხადებით, მისთვის საქმის დეტალები უცნობია.
„ვადასტურებთ იმას, რომ დაკავებულია საბურთალოს გამგეობის თანამშრომელი მიხეილ ქვირია. სამწუხაროდ, ვერ მოგახსენებთ, რაზეა საქმე, რადგან ამ ინფორმაციას არ ვფლობ. ის საბურთალოს გამგეობაში მუშაობს 2010 წლიდან. ამჟამად ის არის მოვალეობის შემსრულებელი, რადგან ვერ ჩააბარა საკონკურსო გამოცდები და აპრილის თვემდე აქვს მას მოვალეობის შესრულების ვადა. საბურთალოს რაიონის გამგეობა მზადაა გამოძიებასთან სათანამშრომლოდ და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ სიმართლის დასადგენად“,- განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები