თეა წულუკიანი: ყველა ის ხარჯი, რომელიც ეკონომიკის ზრდაზე არ მუშაობს, იქნება შემცირებული

ყველა ის ხარჯი, რომელიც ეკონომიკის ზრდაზე არ მუშაობს, იქნება შემცირებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში“ ისაუბრა.
თეა წულუკიანმა ხელუსფლების ხარჯების შემცირების გეგმის ფარგლებში განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს გეგმას და დეტალურ ანალიზს სამინისტრო ორ კვირაში წარადგენს, თუმცა წულუკიანი აღნიშნავს იმასაც, რომ ხარჯები დააკლდება არა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, არამედ პროექტებს, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის შედეგი არ მოაქვს.
„ეს იქნება იმ ხარჯების შემცირება, რომელიც არ რჩება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენ იუსტიციის სამინისტროში უფრო სწრაფად დავხარჯავთ იმ თანხებს, რომლებიც ეხება მშენებლობებს, რადგან ეს ის თანხაა, რომელსაც ვხედავთ, რომ ილექება ეკონომიკაში და ეხმარება ეკონომიკის ზრდას. ყველა ის ხარჯი, რომელიც ეკონომიკის ზრდაზე არ მუშაობს, შემცირდება. გეგმას ორ კვირაში დავდებთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები