ვახტანგ გომელაური: პოლიციელი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში თანამდებობას დატოვებს
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ახმეტის პოლიციის უფროსი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის და ხულიგნობის ბრალდებით არის ნასამართლევი, და რომ მან, სავრაუდოდ, კონკრეტულ პირზე ზეწოლა განახორციელა, შს მინისტრი გამოეხმაურა.
ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ ახმეტის პოლიციის უფროს ზურაბ უძილაურთან დაკავშირებით პროკურატურაში მოკვლევა მიმდინარეობს. “პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ეს დამტკიცდება, შესაბამისად, დაისჯება ეს ადამიანი. რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებას, მე არ ვარ საქმის კურსში. რა თქმა უნდა, მოვიკვლევთ. თუ ეს ნამდვილად დადასტურდება, თანამდებობას დატოვებს აუცილებლად”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.