“ამ ეტაპზე უწყებაში არ არის გადაწყვეტილება მიღებული, კონკრეტულად სად შემცირდება ფინანსები”
ჯერჯერობით უწყებაში არ არის გადაწყვეტილება მიღებული, კონკრეტულად სად შემცირდება ფინანსები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით შს მინისტრი ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა: რა კუთხით აპირებს შს სამინისტრო ბიუჯეტის კორექტირებას.
“აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ სად მოხდება ფინანსების შემცირება. ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მოგეხსენებათ, პოლიცია სპეციფიკურია და ეს ყველაფერი აისახება ძალიან მტკივნეულად ალბათ იმ დანაყოფებისთვის”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.