“ვაშინგტონში ჩემი ჩამოსვლის მიზანია, ამერიკელი პარტნიორები დავარწმუნო, რომ სანდო პარტნიორები ვართ”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოს წევრობა არა წევრი სახელმწიფოების რუსეთთან ომის დასაწყებად, არამედ ომის დასასრულებლად უნდა, – ამის შესახებ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ვაშინგტონში ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზანია ამერიკელი პარტნიორები დავარწმუნო, რომ ჩვენ სანდო პარტნიორები ვართ,” – განაცხადა მან.
დავით უსუფაშვილმა უკრაინის კონფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონფქლიტი 2008 წლის საქართველოს ომის გაგრძელებაა.
“ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ის, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები არის პირდაპირი გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მოხდა. ეს არის ერთი გეგმის სხვადასხვა კომპონენტი. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საზარელი ამბების ფონზე რუსული აგრესია საქართველოში გრძელდება და ეს არის ერთი პროცესი, რომელსაც ერთიანად უნდა გავუმკლავდეთ,” – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები