“ბიძინა ივანიშვილს არასდროს უთქვამს, რომ ის გაქრებოდა ქვეყნიდან”

ბიძინა ივანიშვილს არასდროს უთქვამს, რომ ის გაქრებოდა ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშა, ბიძინა ივანიშვილმა დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” და სურს იყოს აქტიური ამ კუთხით. “მისი კომენტარები და აზრი არ არის მხოლოდ ერთი რიგითი მოქალაქის პოზიცია საქართველოში, რადგან ის ინარჩუნებს დიდ გავლენას, პატივისცემას და ნდობას საზოგადოებისგან და იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც დააარსა. მისი ზეგავლენა რჩება და ამას არც უავრყოფ. არის თუ არა ის ყოველთვის სწორი, როცა აკეთებს კომენტარს?
არა, ისევე როგორც მე არ ვარ ყოველთვის მართალი. ის ადამინია, ხოლო მიზეზი, თუ რატომ წავიდა პოლიტიკიდან, იყო ის, რომ მას არ სურდა მესიის ტრადიციის გაგრძელება საქართველოში, რაც აქამდე ხდებოდა. მე ვურჩევდი ბატონ ივანიშვილს, რომ არ წასულიყო ასე ადრე იმისთვის, რომ დაესრულებინა პოლიტიკური ძალის შექმნის პროცესი. სამწუხაროდ, ის წავიდა, თუმცა მისი გავლენა არ გამქრალა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები