რიჩარდ ნორლანდი: ნემცოვის საზარელი მკვლელობით შეძრწუნებული ვარ

ნემცოვის საზარელი მკვლელობით შეძრწუნებული ვარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს მკვლელობის სრულ და დროულ გამოძიებას.
“გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ქერიმ თქვეს, ნამდვილად შეძრწუნებული ვარ, ამ საზარელი მკვლელობით. ჩვენ მხარს ვუჭერთ სრულ და დროულ გამოძიებას”, – განაცხადა ნორლანდმა.
ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, მოსკოვში სახაროვის ცენტრში გაიმართება. მოკლულ რუს ოპოზიციონერს მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს, გვიან ღამით მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები