„პოლიტიკიდან არსად წავსულვარ, 2012 წელს უბრალოდ ტაიმაუტი ავიღე“ – გია თორთლაძემ შესაძლოა, 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

„საქართველოს დემოკრატიული პარტია“ შესაძლოა, ისევ გააქტიურდეს და 2016 წლის საარჩევნო მარათონში ჩაებას,- ამის შესახებ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარტიის თავმჯდომარემ გია თორთლაძემ ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ჯერ გამოკვეთილი პოლიტიკური გეგმები არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ ცალკე ან რომელიმე სხვა პარტიასთან კოალიციაში იყაროს კენჭი.
„მე პოლიტიკიდან არ წავსულვარ. 2012 წელს ავიღე ტაიმაუტი, რადგან არც ფინანსური და არც სხვა რესურსი არ გამაჩნდა. მაშინ ორი ძირითადი მოთამაშე კოალიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და ეს ორი ძალა გამოიკვეთა. არ გამოვრიცხავ, 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, თუმცა არ ვიცი, ეს რომელიმე პარტიასთან კოალიციურ რეჟიმში მოხდება, თუ ცალკე იყრის ჩემი პარტია კენჭს. შესაძლოა, მხოლოდ მე ჩავერთო, როგორც მაჟორიტარი. შესაძლოა, არც ჩავერთოთ. არ ვიცი, ეს უნდა გადაწყდეს, მაგრამ საბოლოოდ პოლიტიკიდან არსად წავსულვარ“, – განაცხადა გია თორთლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები